„სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი; არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, რაც მომწონს, მაშინვე ვყიდულობ”

435

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს საქართველოს ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. მას მსოფლიოს არაერთ სცენაზე უმღერია, კარიერის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პარტიაც შეუსრულებია. ცოტა ხნის წინ ის და მისი მეუღლე ოთო მაისურაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ.

ანიტა რაჭველიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი გაჭირვების წლები აქვს გამოვლილი და ყველაფრის ფასი კარგად იცის:
„სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი. არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, რაც მომწონს, მაშინვე ვყიდულობ. სამოსში კატასტროფულად დიდ თანხებს არასდროს ვიხდი. არ 

ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც „არმანი“ უნდა ვიყიდო. შეიძლება ძალიან ლამაზი 20-ლარიანი კაბა შევიძინო, რომელიც მომიხდება!..” – თქვა მან.