“არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რამდენიც მე”

337

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა, ბოლო დროს მის პოსტებს თითქმის ვეღარ ვხედავთ. ამის მიზეზი კი მოგვიანებით განმარტა:

„ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა გიორგი ჯაჯანიძეს ასეთი სითბოსთვის და ყველას, ვინც მის პოსტს ასე გამოეხმაურა. არასდროს მიკეთებია რამე მადლობისთვის და საერთოდ, ვთვლი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და იქვე დაივიწყო. არასდროს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი მით უმეტეს ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე“, – წერს ნადირაძე.