„ჩემი მთავარი ამოცანაა ჩემი ოთხი საოცარი გოგონას აღზრდა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი ძალიან ნაადრევია…“

309

გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე თაკო ტაბატაძე კიდევ ერთხელ აქვეყნებს პოსტს და გამოხატავს გულისწყვეტას, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ მედიით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თავად კი დასძენს: „ჩემი მთავარი ამოცანაა ჩემი ოთხი საოცარი გოგონას აღზრდა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი ძალიან ნაადრევია…“
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს თაკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ ის და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, ცოლ-ქმარი აღარ არიან… მედიამ ასევე გაავრცელა ფოტოები, სადაც თაკო თავის ახალ რჩეულთან, ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილთან ერთად არის გადაღებული. ფოტოები სპანდერამ თავისი სოცქსელის ანგარიშზე გაავრცელა.