“იქნებ ვინმემ იცნოს პირადი ნომრის ეს მონაცემი” – გოგა ჩანადირი კოვიდდადებით პაციენტს ეძებს

697

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირს შეცდომით სხვა პირის კოვიდტესტის პასუხი გაუგზავნეს. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს და ეძებს პირს, რომელსაც რეალურად ეკუთვნის ის.

“შეეშალათ.
გუშინ კოვიდზე არც გამოვკვლეულვარ, არც ინფიცირებული ვარ.
იქნებ ვინმემ იცნოს პირადი ნომრის ეს მონაცემი.
ვინ იცის, პასუხს როგორ ელოდება ან არ ჰგონია, რომ კოვიდდადებითია და გადაადგილდება და ანდაც უყურადღებობაში დაადანაშაულოს ლაბორატორია.

ჯანმრთელობა ამ პაციენტს და არამხოლოდ მას”, – წერს ჩანადირი.