“ჯოჯოხეთი გავიარე… თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა…”

526

მუსიკოსი, მაიკო კაჭკაჭიშვილი კოვიდინფიციებულია. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს:
“კოვიდის მეორე დღე
გუშინ პირველ დღეს თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა
თმის ღერიც კი მტკიოდა სიცხეც მაღალი!!
დღეს გავიღვიძე აღარც სიცხე და ვითომც არაფერი ნამცხვარიც კი გამოვაცხვე.
მიდი და გაიგე ეხლა რაშია საქმე.

ნუ ვერ ვიტყვი რომ ჩიტივით დავფრინავ მაგრამ გუშინ ჯოჯოხეთი გავიარე და შედარებაც კი არ შეიძლება დღევანდელ დღესთან”, – წერს კაჭკაჭიშვილი.