,,უსაყვედუროდ გაგატანე ჩემი დედური ცრემლი”, – წერს ქართველი ემიგრანტი, მზია წულუკიძე ბიჭზე, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ქალბატონი მზია ძალიან ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
,,უნდა დავწერო… მერე რა, რომ ქართველი არ იყო, მერე რა, რომ ჩემი ნათესავი არ იყო… გული მეწვის, ცრემლს ვერ ვიშრობ… სულ თვალწინ მიდგას მისი მომღიმარი სახე და გულუბრყვილობ ნათქვამი ,,მადამ, მადამ”. ჩემ თვალწინ გაიზარდა, ჩემს შვილებთან ერთად. მერე რა, რომ სხვასავით ნიჭიერი არ იყო და უმაღლესში არ სწავლობდა. თბილი იყო, ძალიან თბილი, როგორც ადამიანი.
ძალიან ცოტა იცხოვრა ამ ქვეყანაზე.
მეუღლეს ვუკრძალავდი მისი ცუდად ყოფნის ამბების მოყოლას, ძალიან განვიცდიდი. დღეს კი გაფრინდა. უსაყვედუროდ გაგატანე ჩემი დედური ცრემლი… ხშირად მწერდა და მკითხულობდა. ვნანობ, მიმოწერა რომ არ შევინახე.
ჩემი სტრასბურგის უბანს დააკლდა მხიარული ბიჭი, სახელად რეჯები… მისი ნათქვამი ,,მადამ, მადამ“ ძალიან დამაკლდებაა. შენს მადამს თურმე ძალიან ჰყვარებიხარ, შვილო. ბუმბულივით იყოს შენზე დაყრილი მიწა”.