ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
,,მხარდაჭერა გიორგი გაბუნიას!
ეს არის სულმდაბლობა და ჩვენი ქვეყნის დაცინვაც, რომ ჩეჩენეთში რამზან კადიროვი ბედავს და ჩვენი მოქალაქის, მთავარი არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავს.
მოტივი კი შარშან, ჟურნალისტის მიერ ეთერში პუტინწამგლეჯის აუგად მოხდენიება ყოფილა. არავინ უნდა გაბედოს საქართველოში მკვლელობის ჩასადენად ჩამოსვლა. ამ საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს”- წერს ჩანადირი.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.