“სხვანაირად დადიოდა წუთისოფელში. სახეზე იარა ისევე ამშვენებდა, როგორც ღიმილი”

505

პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურს დღეს უამრავი ადამიანი ემშვიდობება თბილი მოგონებებით.

,,სხვანაირად დადიოდა წუთისოფელში. სახეზე იარა ისევე ამშვენებდა, როგორც ღიმილი. სიარული უხდებოდა, ქეიფი უხდებოდა”, – ამბობს მასზე პოეტი ხარხელაური, რომელსაც თამაზ მეჭიაურთან 40-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.

თამაზ მეჭიაური ხალხთან უშუალო ურთიერთობით გამოირჩეოდა. ამის გამოხატულება იყო მისი ქეიფების სერიები მანქანების ,,კაპოტზე”. ამაზე თავადაც იუმორით წერდა ხოლმე და ფოტოებსაც აქვეყნებდა.

,,ეს უკვე მეექვსე კაპოტი. მალე მეშვიდეც იქნება”, – წერდა თამაზ მეჭიაური. ,,ნამდვილი ვაჟკაცები სწორედ ასე იქცევიან”, – უწერდნენ კომენტარებში.