“გამახსენდა უამრავი ბავშვი, რომელთა დედ-მამას სული ამოხადა მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და ჯარიმებით, ჯარიმების ჯარიმებითა და კიდევ ჯარიმებით!”

662

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი მამუკა ხაზარაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს – ბრძანა მამუკა ხაზარაძემ და მე გამახსენდა უამრავი ქართული (საქართველოს მოქალაქის) ოჯახი, უამრავი ბავშვი, რომელთა დედ-მამას სული ამოხადა მაღალი საპროცენტო განაკვეთითა და ჯარიმებით, ჯარიმების ჯარიმებითა და კიდევ ჯარიმებით!

ვალს რომ გადახდა უნდა, ვიცი და თუ ვინმე ხაზარაძის დასაცავად ბეჭს ამოიგდებთ, ჯერ გაიაზრეთ რა დავწერე!”