სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანუშკა ამილახვარი სოციალურ ქსელში ისტორიას იხსენებს და წერს:
“სამსახურიდან დროულად გამოვედი. გაჩერებაზე მდგომმა დიდხანს ვიფიქრე, სახლში რომელი ტრანსპორტით დავბრუნებულიყავი, უფრო დროულად და დისკომფორტნაკლებადგანცდილი. ღრმადშესუნთქილი N2 (თბილისის მიკროავტობუსის ერთ-ერთი სამარშუტო ხაზი) რომ მომიახლოვდა, ბიუჯეტს გადავხედე და ამჯერადაც არჩევანი Taxi-ზე შევაჩერე. პირველივე შემხვედრი გავაჩერე. მძღოლმა მასსავით გაბარიტული, რეალურ ტარიფზე 60%-ით მეტი, რომ მომთხოვა არც მაშინ არ გადამიფიქრებია უკან დახრვა, დამაჯერებელი არგუმენტი ჰქონდა – გაუვალი საცობები!!!
ჩავჯექი, ჩავჯექი და ზუსტად პირველივე შუქნიანზე ღრმა საცობში ჩავიკარგეთ, ზუსტად ისე მივყვებოდით ჯაჭვურად გადაბმულ რკინის ნაკადს, როგორც პინკფლოიდების „კედელში“ ხორცსაკეპისკენ მიმავალი ბრბო ერთმანეთს და აი ჩვენი ცხოვრების პოლიტიკურმა ზარმაც ჩამოჰკრა:
მძღოლი – ეს მთავრობაა?!… ამ საცობების მოსპობა 1 დღეში შეიძლება (მძღოლს 5 პუნქტად გაწერილი გეგმა ჰქონდა), არ აწყობთ.., ჯიბეზე ნაკლები ფული მიუვათ.., გააქციეს ხალხი ემიგრაციაში…, დააშორეს ოჯახები… და აქ ერთი ამბავი გაახსენდა, სარკე ჩემს მზერას მოარგო და დაიწყო:
– ერთი ამბავი გადამხდა, ალბათ გაიგებდით, აქ ხო ყველაფერი უცებ ვრცელდება.. (ისე როგორც გაირკვა ამბის გამავრცელებელიც თვითონ იყო)
– ბიჭი ჩამიჯდა მანქანაში, მთვრალი, ცმუკავდა, აქ წამიყვანე, იქ წამიყვანე, უნდა „გავერთოო“ (ანუ ღრუზინული აღტკინების გასანეიტრალებლად საროსკიპოებს ეძებდაო, მიმანიშნებდა – ბოდიშ და ხომ მიმიხვდით დაიკო ქვეტექსტებით)
უცებ ტირილი აუტყდა, მოთქვამდა, რას ვაკეთებ, რასაც ახლა მე ვაკეთებ ამას რა ქვია, კაცი ვარ ახლა მე, კიდე კაცი მქვია ახლა მეოო..
მერე გულისტკივილი გაუმხელია, – რომ ცოლი ოჯახის შესანახად საბერძნეთში ერთდროულად 2 მოხუცს უვლიდა, ის კი მონატრებასა და დარდს ემიგრანტი ცოლის გამოგზავნილი თანხით სასმელში ახრჩობდა, იმ კონკრეტულ დღეს კი მოჭარბებული ჰორმონების განიავების „აუცილებლობაც“ დამდგარა.
– ერთ დაწესებულებაში მიმაყვანინა თავი, გადავიდა და თან დალოდება მთხოვა – განაგრძო მძღოლმა, იქვე დაამატა, რომ დეპრესიას მიცემული ახალგაზრდა მამაკაცი, ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა და იმ დღისით მის სურვილებს ადამიანურად დავმორჩილდიო.
– შესული არ იყო ატყდა ჩხუბი და გინება, ვერ დავუშვი რომ ჩხუბის მონაწილე ჩემი მგზავრი იქნებოდა, გიჟივით გამოვარდა – საბერძნეთში გადახვეწილი ცოლი საროსკიპოს განთქმული სექსმუშაკის ამპლუაში დახვედრია, ძლივს გავაჩერეთ, თორე უბედურებას მოიწევდაო…
მძღოლმა როსკიპი ქალის „ბერძნული ჰონორარის“ სქემაც გამაცნო:
– „ემიგრანტი“ მეტი ალიბისთვის მეძავობით გამომუშავებული თანხის ნაწილს საბერძნეთში მეგობარს უგზავნიდა, ის კი უკან, საქართველოში, ამ უბედურ ბიჭთან აგზავნიდა, როგორც ცოლის ანაზღაურებას, რომელსაც სათანადო დოკუმენტაციაც არ გააჩნდა საბანკო ოპერაციები თავად განეხორციელებინა.
ამასობაში დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით, საფულედან „კომფორტულად“ მგზავრობის ასანაზღაურებბელი თანხა დაუნანებლად ამოვასრიალე, არ მიყვარს სხვის უბედურებაზე მომთბარხელება ტიპები, მაგრამ თითქოს რეალურ ტარიფზე 60%-ით მეტ სარგოს მძღოლს ამ ამბის გასაპოსტ „მასალაში“ ვუხდიდი.
პ.ს. უკვე სახლში ვარ, ამბავი გავპოსტე და ქუჩიდან ისევ საცობში გაბმული მანქანების საყვირების ხმა ისმის… ალბათ ზუსტად ისე მყვებიან ჯაჭვივით გადაბმულ რკინის ნაკადს, როგორც პინკფლოიდების „კედელში“ ხორცსაკეპისკენ მიმავალი ბრბო ერთმანეთს…“, – წერს ანუშკა ამილახვარი.