“რა გინდა? ვიღაც კარგად არის, შენ რა გაწუხებს? დავდგე თავი წავიკრა და ყველაფერი ის გითხრათ, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ”

289

პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანს, მაია ასათიანს, ინსტაგრამზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა წერილი მისწერა, რაზეც მაია ასათიანმა ვიდეოში უპასუხა.

„ჩემი ერთი ემოცია მინდა გაგიზიაროთ. მე ვარ მცენარესავით, ბედნიერებას მანიჭებს მზე და წყალი.ამიტომ ზამთარში ჩვეულებრივად ზეზეულად ვკვდები. ახლა, როდესაც უკვე ვგრძნობ, რომ მოდის გაზაფხული და სუნიც იგრძნობა, საერთოდ სხვანაირი განწყობა მაქვს, რაც ეტყობა „სთორებშიც“ ჩანს.

კარგ ხასიათზე ვარ, ვცდილობ გავიღიმო და ჩემი დადებითი ემოცია თქვენც გაგიზიაროთ… ამ დროს მომდის ქალბატონის წერილი. განცდა გექნებოდა, რომ 75-80 წლის იყო, მაგრამ ჩემზე დაახლოებით 4-5 წლით პატარა აღმოჩნდა.

მწერდა „არ გეკადრება ასეთი ამჩატებული საქციელიო“. რა გინდა? რატო იბრძვი? ვიღაც კარგად არის, შენ რა გაწუხებს? დავდგე თავი წავიკრა და ყველაფერი ის გითხრათ, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ? თუ ის მოგიყვეთ, რომ ხვალ ჩემი შვილის წლისთავია და ვცდილობ ამ თარიღს გავექცე, თუ  რა გინდა? შენ თვითონ თუ არ გიხარია ცხოვრება, სხვას რატომ უფუჭებ ხასიათს?“, – ამბობს მაია ასათიანი ვიდეოში.