“ამ ომს გამართლება არ აქვს! “

424

ტელესახე მაქსიმ გალკინი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„დღეს დილიდან ვარ კავშირზე ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა. როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ამ ომს გამართლება არ აქვს! არა ამ ომს!“წერს რუსი ხელოვანი მაქსიმ გალკინი სოციალურ ქსელში“, – წერს გალკინი.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი მიმართვაში განაცხადა, რომ დაჭრილი სამხედროებს სისხლი სჭირდებათ და ყველას მოუწოდა, გახდნენ დონორები. 

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის არმია კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.

„მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.