მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ალექსანდრე 9 თვის გახდა. ეს ბიჭი 26 მაისს დაიბადა – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, რომ გაიზარდოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ( მსოფლიოში ) შიშის და ტერორის გარეშე. ჩემი ყველა ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ, როცა ალექსანდრე გაიზრდება, მისთვის თვალებში ჩახედვა შევძლო და შემეძლოს მოყოლა, რომ სწორ მხარეს ვიდექი ისტორიის გადამწყვეტ წუთებში. მინდა, იყოს ამაყი თავისი ქვეყნით და თავისი ოჯახით! სოლიდარობა ჩვენს მოძმე უკრაინას! არა ომს და ტირანულ რეჟიმს”.