“საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო, – მითხრა და მომეფერა…”

414

ემიგრანტი ქეთი რევიშვილი ფეისბუქში წერს:

„მეტროში დავჯექი თუ არა გავხსენი ახალი ამბებისთვის ტელეფონი და საშინელება ვიდეოებს გადავაწყდი მაშინვე, თუ როგორ ბომბავს უკრაინას პუტინი… ვინც მიცნობს იცის, რომ მე და ტირილი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ გაივსო თვალები ცრემლებით…

იტალიელი ქალბატონი მაკვირდებოდა ალბათ, მოვიდა და ხელსახოცი მომაწოდა კითხვით:
– უკრაინელი ხარ?!…
– ქართველი!…
საოცარი ერი ხართ ეს ქართველებიო, – მითხრა და მომეფერა…

კითხვითვე მივუბრუნდი :
– იცნობთ ქართველებს?!…
– შვილის ძიძა მყავს ქართველი და დილიდან ცრემლიანი თვალებით შემოაღო კარი, ძალიან განიცდიდა უკრაინის ამბავსო…

ჩაერთვნენ დანარჩენი მგზავრებიც,ბევრმა იტალიელმა გამოთქვა მწუხარება, პუტინის არაადამიანობაზე. ერთმა მამაკაცმა კი თქვა :
– ახლა თუ ევროპა უკან დაიხევს და შეშინდება, ხვალ პუტინი იტალიასაც მოითხოვს, საფრანგეთსაც, გერმანიასაც და მთელ დედამიწასაც დაიპყრობსო!…

ძალიან იმედიანი ჩამოვედი მატარებლიდან, არ მეგონა ასე ბევრი თუ იყო უკვე რუსეთის სითავხედით გადაღლილი… მაგრამ ნეტა ვინ რას გახდება იმ სატანასთან?!…

უფალო შენ დაიფარე მთელი სამყარო და გვაშორე განსაცდელი… მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონოდეს მთელ დედამიწას ადამიანებო, ყველაზე მთავარი ესაა, ფული ხან გვექნება ხან არა…
მაგრამ თუ მშვიდობა და ჯანმრთელობა არ გვექნა, ფულითაც ვერაფერს გავხდებით!…
უფალი გვფარავდეს ყველას განურჩევლად ეროვნებისა…“