სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს და წერს:
,,აი, ახლა უკვე ოფიციალურად 1/5-ია თავიდან მიყვანილი ჯარის – განადგურებული (განსაკუთრებით მძიმე ტექნიკა, ხოლო ქვეითი ჯარი შეტევაში, უკრაინის ლანდშაფტზე ,,სუხარია”). ქვეით ჯარს ვერ ადასტურებენ – იმიტომ, რომ გვამები გააქვთ იმათ და 5000 არის რაც, ამათ აქვთ (გვამები არაა მხოლოდ, დაჭრილებიც შედის, ხაზი გაუსვით). ზოგადად 20%-ზე ომი სრულდება ხოლმე. როცა დამცველი კარგავს მაგდენს და როცა შემტევი ხომ საერთოდ.
რომ წარმოიდგინოთ, ამერიკას ერაყზე შეტევისას ტანკი არ დაუკარგავს მოწინააღმდეგის ცეცხლით (ზირო, არც ერთი) და როგორც წესი, 5000 -ზე რომ ადის დანაკარგები 10 წლის მანძილზე, ისტერიკას უწყობენ ხოლმე და უწევს ჯარი გამოიყვანოს. 200 ტანკის დაკარგვაზე საუბარი არაა, 200 ტანკი ამერიკას არ დაუკარგავს მეორე მსოფლიო ომის მერე, ჯამში სულ, კორეის ომიანად.
მოკლედ, კოსმოსია ეს რიცხვები, გაცდა ყველანაირ ყველაფერს. კი, რუსებს ოთხი ამდენი კიდევ აქვთ, მაგრამ ომი ეგრე არ მუშაობს, გაწყვეტაზე არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა უტევ. 5-დან ერთი რომ მოკვდა/აფეთქდა, მანდ ომი დასრულებულია ხოლომე ბოლომდე. 2-დან 1 მოკვლამდე რომ მივლენ, ეგ იქნება სრული კატასტროფა, ანუ უნდა შეგვეცოდონ რუსები მაგ დროს უკვე”.