“ახლა პოლიტიკური ქილიკისა და შუღლის დრო არ არის, თავშეკავება და სიმშვიდეა საჭირო”

536

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში, ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ არაერთგვაროვან განცხადებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ახალა ხალხს სიმშვიდე სჭირდება და შუღლის დრო არ არის.

“ამჟამად, საქართველოში შიდა დაპირისპირება წარმოუდგენელია, არაა ახლა პოლიტიკური ქილიკისა და შუღლის დრო. მაქსიმალური თავშეკავება და სიმშვიდეა საჭირო, შიდა პოლიტიკური ჭიდაობა ჩემი აზრით ვერანაირად ვერ იქნება პროდუქტიული ან/და რამე სახის სიკეთის მომტანი ვერავისთვის და პირველ რიგში ქვეყნისათვის, ძალა ერთობაშია – რაც ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ამბიციების და სურვილების ასეთ დროს ამ გზით დაკმაყოფილება გლახა, ამაზრზენი საქციელია”, – წერს კოტე მათითაშვილი.