,,სუხიშვილები” იმ დღეს აღმოჩნდა უკრაინაში, როცა ომი დაიწყო.
მისი თქმით, ხალხი არ ელოდა, რომ ომი ასეთ მასშტაბებს მიიღებდა. მან ამის შესახებ ,,ფორმულას” ეთერში ისაუბრა:
– პოლონეთში ჩავატარეთ კონცერტები და იქიდან გადავედით დასავლეთ უკრაინაში. დილის 6 საათზე გაგვაღვიძა აეროპორტის დაბომბვის ხმამ. შუადღეს თეატრის დირექტორი გვირეკავდა, კონცერტს ხომ ჩაატარებთ, ყველა ბილეთი გაყიდულია, ხალხი რეკავს, ხომ იქნება საღამოსო. არ ჰქონდათ აღქმული, რომ ომი იქნებოდა. არ ეგონათ, რომ არ წამოვიდოდა მთელ ქვეყანაზე და ამ მასშტაბს რომ მიიღებდა.
პოლონეთის საზღვრამდე 200 კილომეტრი იყო, მაგრამ ამ მანძილის გავლას მთელი დღე და ღამე მოვუნდით, კილომეტრიანი რიგები იყო საზღვართან. პანიკა იყო, ენით აღუწერელი რამ ხდებოდა…
ჩემს მეგობრებთან, იმპრესარიოებთან, ორგანიზატორებთან, ყველა ქალაქთან მაქვს ურთიერთობა, კონტაქტი. მეორე დღეა ხარკოვიდან ხალხი აღარ მპასუხობს…