„მედროვე ხართ თქვენ, ქალბატონო ელისო… რა თანხის სანაცვლოდ დაუწერეთ ბიძინა ივანიშვილს ეს ტექსტი?!“

728

ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტს ჟურნალისტი ჯილდა მაჭავარიანი ეხმაურება და მას მედროვეს უწოდებს. მაჭავარიანი ქართველ ხელოვანს წარსულ წლებს ახსენებს, როცა ელისო ბოლქვაძე ასევე უხდიდა მადლობებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჟურნალისტი ნინო ბურჯანაძის დახმარებით ჩატარბულ ფესტივალსაც ახსენებს და 2011 წელს მის პოზიციას, როცა ხელოვანი სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის მომხრე იყო.

ცნობისათვის, ელისო ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის „დიქტატურის დემოკრატიით დამარცხებისთვის“ და ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ხელოვანი ამბობს, რომ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. ხელოვანი თვლის, რომ „ქართუ ბანკი“ რომ არა, საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა არ ექნებოდა.

პირველ რიგში რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენს ნიჭს და მადლიერი ვარ ამ ნიჭით ქვეყნისთვის მოტანილი სიკეთისთვის, მაგრამ თქვენი სტატუსის წაკითხვის შემდეგ, მომინდა მეპასუხა. როგორ არ გრცხვენიათ, ქალბატონო ელისო? ღვთისაგან ბოძებულ თქვენს ნიჭს ცოტა ადამიანური ღირსებაც რომ ახლდეს თან არ იქნებოდა ურიგო.

ქალბატონო ელისო, ნინო ბურჯანაძე გახსოვთ? მგონი ბუნდოვნად, ამიტომ მე გაგახსენებთ. ფეხს რომ იდგამდით და მწვერვალებისთვის ემზადებოდით, ნინოს მამამ ანზორ ბურჯანაძემ დაგიფინასათ პირველი ფესტივალი. მერე როდესაც 2007 წელს სააკაშვილს ოპოზიციამ შეუტია, თქვენ ნინოს თხოვდით მიშას გამხნევებას და ბრძოლას სააკაშვილის ხელისუფლებაში დასარჩენად.

ამის შემდეგ ჯერ კიდევ სანამ თქვენი დიდი ხნის მეგობარი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, გიგი უგულავას შავი დღე აყარა, ელისოს საინტერესო იდეა აქვს და ფესტივალი დაუფინანსეთო და ვაი ვაგლახით ესეც ნინოს წყალობით დაგიფინანსეს.

2011 წლის 25 მაისს, როდესაც ფილარმონიაში კონცერტი გქონდათ მადლობებს უხდიდით სააკაშვილს და მის ხელისუფლებას.

თქვენ მგონი ისიც არ გახსოვთ, ნინო ბურჯანაძის შვილის ნათლია, რომ ხართ.

კიდევ რამდენი თქვენი სამარცხვინო საქციელი აღარ გახსოვთ და გგონიათ, რომ ჩვენც არაფერი გვახსოვს და ჭურში ვსხედვართ საზოგადოება.

მედროვე ხართ თქვენ, ქალბატონო ელისო.

კარგი მუსიკა და ვარსკვლავები, მაშინ არის დიდებული, როდესაც ადამიანები გიყვარს, როდესაც მეგობრებს თანამდებობის მიხედვით არ ირჩევ, როცა მადლიერი ხარ იმ ადამიანების, ვინც გზა გაგიკვალა და ვინც გაგხადა ის, რაც დღეს ხარ.

რა სამწუხაროა ეს ყველაფერი.

პ.ს. გაგვაგებინეთ, ბიძინა ივანიშვილს რა თანხის სანაცვლოდ დაუწერეთ ეს ამაზრზენი ტექსტი“ – წერს ჯილდა მაჭავარიანი.