“უკრაინაში ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, დისტანციურად შეუძლიათ ადამიანებს ქორწინება, ეს განსაკუთრებით ამ ქართველი ბიჭის დამსახურებაა”
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსული აგრესიის ფონზე მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა უკრაინელი წყვილების ქორწინების შესახებ. ამასთან, უკრიანულ მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სამი ათასზე მეტი წყვილი დაქორწინდა.
დღეს კი გავრცელდა მინისტრის ბრძანება,სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება, რომლის შესაბამისად, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის პერიოდში, ქორწინების რეგისტრაცია ერთი მხარის დასწრების გარეშეც იქნება შესაძლებელი.
სიახლის შესახებ წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და აღნიშნავს, რომ ეს ქართველების რეფორმაა. კერძოდ, ნანუკამ ამ სიახლის პოსტში მონიშნა გიორგი ცხაკაია, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომელია და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რეფორმების განხორციელების მიმართულებითაც მუშაობდა.
ომში მყოფი ჯარისკაცი და პოლონეთის საზღვარზე მყოფი შეყვარებული გოგო, მაინც რომ ახერხებენ დაქორწინებას, ამ რეფორმის დამსახურებაა და ეს რეფორმა ქართველების.
და განსაკუთრებით ამ ბიჭის. Giorgi Tskhakaia”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.