“გოგონა ტირის და იმეორებს… მე შენ მიყვარხარ უკრაინელო ჯარისკაცო“

305

სოციალურ ქსელში უკრაინელი სამხედროს ევგენი ისაევის პოსტი ვრცელდება, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„დღეს პატარა გოგონა მომყავს ხელში საბრძოლო ზონიდან… უკან აფეთქებების და სროლის ხმებია… ცრემლიანი გოგონა თავისი პატარა ხელებით ჩამეჭიდა, მაგრად მომიჭირა და მანტრასავით იმეორებს: – მე შენ მიყვარხარ, უკრაინელო ჯარისკაცო… ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ…“ ხელებში მიჭირავს და მასთან ერთად გავრბივარ… და ისე გავრბივარ, რომ 2014 წლიდან ჩემი ფეხის ტრავმაც კი დამავიწყდა… გოგონა ტირის და იმეორებს… 

ტირის და იმეორებს… – „მე შენ მიყვარხარ უკრაინელო ჯარისკაცო“ – აი, რატომ მოვიგებთ ამ ომს!“, – წერს ჯარისკაცი.