მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს სოციალურ ქსელ „Instagram“-ს დროებით ემშვიდობება.
„დარჩით კავშირზე, ჩემს ოფიციალურ სოციალურ ქსელში VKontakte“, – წერს თოფურია.
რუსეთში უკვე დაბლოკილია Facebook, ცოტა ხნის წინ კი რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კომპანია Meta-ს დაბლოკვის შესახებ, რაც ინსტაგრამის დაბლოკვასაც გულისხმობს.