“ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­ნა­ხა­ვები არიან ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მლებსაც სცი­ვათ”

223

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა დავით კაკულიამ, რომელიც უკრაინაში, კერძოდ კი, ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვში იმყოფება, იმ მძიმე ვითარების შესახებ ისაუბრა, რაც ახლა ადგილზე ხდება.

როგორც კაკულიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ჩართვისას აღნიშნა, ნი­კო­ლა­ე­ვი 3 მხრი­დან არის ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი და ასე ცდი­ლობ­დნენ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი ქალაქში შე­ჭ­რას.

ჟურნალისრმა ასევე თქვა, რომ და­ბომბვის რის­კის გამო, 7 სა­ა­თის შემ­დეგ სასტუმროში სი­ნათ­ლის ან­თე­ბა  ეკრძალებათ.

და­ვით კა­კუ­ლია: და­ვი­წყოთ იმით, რაც ხდე­ბა ნი­კო­ლა­ევ­ში. მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­გერ­თვე­ბო­დით გარე პე­რი­მეტ­რი­დან, თუმ­ცა 19.00 სა­ათ­ზე აქ იწყე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი. მხო­ლოდ სას­ტუმ­როს დე­რეფ­ნებ­ში არის ახლა შუქი ან­თე­ბუ­ლი. ჩვენ აკ­რძა­ლუ­ლი გვაქვს სას­ტუმ­როს ნომ­რებ­შიც კი სი­ნათ­ლის ან­თე­ბა 7 სა­ა­თის შემ­დეგ, ვი­ნა­ი­დან ყო­ველ ღა­მით არის და­ბომბვის რის­კი. ახ­ლაც კი, რო­დე­საც თქვენ კი­თხვას მის­ვამ­დით, ის­მო­და უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მე­ბის ხმა.

რო­გორც ჩანს, არის კვლავ საფრ­თხე ან სა­რა­კე­ტო იე­რი­შის, ან სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის, ვგუ­ლის­ხმობ მო­ი­ე­რი­შე და გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ თვითმფრი­ნა­ვებს. ნი­კო­ლა­ე­ვი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 3 მხრი­დან არის ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი. 3 მხრი­დან ცდი­ლობ­დნენ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი აქ შე­მოჭ­რას. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათ ეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ გა­მო­უ­ვი­დათ. ბოლო მცდე­ლო­ბი­სას აე­როდ­რომ­თან, სა­დაც ჩვენც ვიმ­ყო­ფე­ბო­დით (აქ ნი­კო­ლა­ევ­თან არის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი), და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ტი­პის სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რეს უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა.

ეს არის მათ­თვის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ქა­ლა­ქი, რომ­ლის აღე­ბა სურთ. სურთ, რა­ტომ – ნი­კო­ლა­ევს ეძა­ხი­ან ოდე­სის კა­რიბ­ჭეს. თუკი და­ე­ცე­მა ნი­კო­ლა­ე­ვი, ამას ღიად ამ­ბო­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, შე­საძ­ლოა, და­ე­ცეს ოდე­საც, რომ­ლის აღე­ბა არ არის ისე მარ­ტი­ვი, თუმ­ცა გა­აჩ­ნია სა­ი­დან შე­უ­ტე­ვენ და რა რა­ო­დე­ნო­ბის ტექ­ნი­კა და ცო­ცხა­ლი ძალა შე­უ­ტევს. აქ სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებს ის, რომ რო­გორც ნი­კო­ლა­ე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ისე ოდე­სის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ტე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ხმე­ლე­თი­დან, ასე­ვე ზღვი­დან და ჰა­ე­რი­დან, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი არის საკ­მა­ოდ ახ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ბომ­ბავს შავი ზღვის­პი­რეთ­ში მდე­ბა­რე უკ­რა­ი­ნულ ქა­ლა­ქებს, ფრინ­დე­ბა სწო­რედ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მე­ბი­დან, რო­მე­ლიც 2014 წელს ჩა­იგ­დეს რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ხელ­ში ე.წ. რუ­სუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის დროს.

თა­ვად ნი­კო­ლა­ევ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას, სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არ არის კარ­გი, მე ვი­ტყო­დი, მძი­მეც კი. ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თავ­შე­სა­ფარ­ში, სა­დაც ცდი­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ რუ­სულ რა­კე­ტებს და ბომ­ბებს და­აღ­წი­ოს თავი. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­ნა­ხა­ვი არის ჩვი­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცდი­ლო­ბენ პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნან, მა­ინც სცი­ვათ. არ არის ის პი­რო­ბე­ბი რომ ბავ­შვი იქ იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი…”-აღნიშნა დავით კაკულიამ.