“დაღუპულებიდან ერთ-ერთს ხვალ დაბადების დღე ჰქონდა”

442

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე დღეს რიკოთზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. შეგახსენებთ დღეს რიკოტზე მომხდარ ავარიას 3 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“პოლიციელი გმირია! დღეს  იმერეთის საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი დაიღუპა. მთელი ღამე სამსახურეობრივ  მოვალეობას ასრულებდნენ,  რიკოთის მონაკვეთზე  საგზაო მიმოსვლას არეგულირებდნენ, დღეს კი ცვლის ჩაბარების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ და ეს საშინელება მოხდა. პოლიციელი გმირია, ნათელი მათ სულებს. დაღუპულებიდან ერთ-ერთს ხვალ დაბადების დღე ჰქონდა”