“ჩემი ყოფილი ქმრის ცოლთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მაქვს სურვილი, რადგან მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი”
მომღერალმა მაგდა ვასაძემ ჟურნალ თბილისელებთან მის ყოფილ ქმარზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ღრმა ჭრილოვის შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით ყოფილი ქმრის ოჯახთან გადასარევი ურთიერთობა აქვს, ხოლო ყოფილი ქმრის ცოლთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს და არც სურვილი აქვს მასთან ურთიერთობის.
“ჩემი ყოფილი ქმრის დედ-მამასთან და დებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, მის ცოლთან კი – არანაირი და არც მაქვს სურვილი, რადგან მის გამო დაინგრა ჩემი ოჯახი.
ასლანს მასთან შვილი არ ჰყავს. ლუკასთვის დიდი დარტყმა იყო მამის გარდაცვალება. მე თბილისში ვიყავი, ლუკა – ბათუმში, მამის სახლში იყო. რომ უთხრეს ეს ამბავი, გაქვავდა და მერე ატირდა.
ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რა მოხდა. პანდემიის გამო ვერ ჩამოვიდა და ლუკას მამამისი სამი წელია არ უნახავს. სულ ვიდეოთვალით კონტაქტობდნენ, ვფიქრობ, დიდი ხანი ექნება შეგრძნება, რომ მამა მალე დაბრუნდება…”