“სანამ ჩემი თვალით არ ვნახე ტელევიზორში, არ მჯეროდა, ხალხო”

1,128

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსი კოლეგის შესახებ წერს და მის საქციელ გმირობას უწოდებს.

სანამ ჩემი თვალით არ ვნახე ტელევიზორში, არ მჯეროდა,ხალხო მართლა ჩამოშლილა ხუილო პუტინი და ეგაა…

რუსეთის პირველ არხზე მსგავსი პროტესტი მართლა გმირობის ტოლფასია ბრავო ამ გოგოს.

P.s-უკვე დაკავებულია პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ დაიჭერდნენ”, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რუსეთში ტელეარხ “პერვი კანალზე“ მთავარი საინფორმაციო გადაცემის „ვრემიას“ დროს, შეჭრილ ახალგაზრდა რედაქტორს ადვოკატები ამ დრომდე ვერ პოულობენ. მარინა ოვსიანიკოვა გუშინვე დააკავეს.

ეთერში გასვლამდე მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც უკრაინის ომს გმობს და აცხადებს, რომ რცხვენია თავისი პროპაგანდისტული საქმიანობის. ის ამბობს, რომ მამა უკრაინელი ჰყავს, ხოლო დედა – რუსი.