“მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ… საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო” – რას ამბობს ლიზა იასკო ექსპრეზიდენტისა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე?

1,208

მე­ექ­ვსე თვეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შე­სა­ხებ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი და მალე ექ­სპრე­ზი­დენ­ტი თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. სა­ა­კაშ­ვილს პო­პუ­ლა­რო­ბა არა­სო­დეს აკ­ლდა, მაგ­რამ ამ ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე ექსპ­რე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პირ­ვე­ლი შოკი მისი ახა­ლი მე­უღ­ლის, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტ ლიზა იას­კოს წარ­დგე­ნა გახ­ლდათ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ერ­თობ­ლი­ვი ვი­დეო ლი­ზამ გა­ავ­რცე­ლა.

შემ­დეგ იყო გრძელ­ვა­დი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბა, ცუ­დად გახ­დო­მა და რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გლ­და­ნის ცი­ხე­ში სკან­და­ლუ­რი ეტა­პი­რე­ბა გახ­ლდათ. ახალ წლამ­დე კი ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა

თავისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა. ელის-მა­რი­ას შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა მის­სა­ვე ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

პირ­ვე­ლად ორი წლის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ე­რო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნულ მე­დია strana.news წერ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ზა­ფხულ­ში შვილ­თან ერ­თად კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე, ლიზა იას­კო ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რეს, სა­დაც კი­თხვა სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თო შვილ­ზეც და­უს­ვეს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტის, ლიზა იას­კოს მხარ­და­ჭე­რა აქვს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­ვა­რა­უ­დოდ ძა­ლი­ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია”.

მე­დი­ამ ლი­ზას­გან კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რა იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან Buffalino-ში მო­ა­ხერ­ხა.

strana.news ლიზა იას­კოს სი­ტყვებს ცი­ტი­რებს:

“მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რომელმაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ან სხვა ვინ­მეს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე შე­ძე­ნი­ლი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ა­კე­თოს. მე და მი­ხე­ი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი გეგ­მე­ბი. სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის წარ­სულ­ში იყო, მე სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს”, – ამ­ბობს იას­კო და დას­ძენს, რომ მი­შას მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აინ­ტე­რე­სებს.

“თუ ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნით, ამას წარ­მა­ტე­ბით აკე­თებს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია მისი სი­ცო­ცხლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სხვა ყვე­ლა ჭორი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის” – ამ­ბობს ლიზა.

strana.news წერს, რომ სო­ფი­ას, რო­გორც ჩანს, დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და, რომ გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტს დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, ჭორი არ გა­მარ­თლდა.

მე­დი­ა­ში ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა მომ­ღე­რალს ბინა ნიუ იორკში 2 000 000 დო­ლა­რად უყი­და. სოფო ნი­ჟა­რა­ძემ 2020 წლის ივ­ნის­ში შტა­ტებ­ში იმ­შო­ბი­ა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში პუ­ტი­ნის ტყვეა. ის ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

“უკვე ექ­ვსი თვეა სა­ში­ნელ სიზ­მარ­ში ვცხოვ­რობ და ბოლო 2 კვი­რაა აღარც ვი­ძი­ნებ და ვერც ვჭამ! იმი­ტომ, რომ პუ­ტინს ჩემი ქვეყ­ნის წარ­თმე­ვა სურს; მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ტყვედ წა­იყ­ვა­ნა…

ახლა კი არა მხო­ლოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ. არა­მედ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ჩემი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის ქა­ლა­ქე­ბის, ქუ­ჩე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა” – წერ­და ლიზა.