„ჩემს შვილს, მარიამს, უნდოდა უკრაინაში წასვლა, მაგრამ გადავაფიქრებინე… მე არ ვაპირებ წასვლას“

485

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს, უკრაინაში წასვლა სურდა, თუმცა გადააფიქრებინა. თავად კი ცხელ წერტილში ჩასვლას და იქ მუშაობას არ აპირებს. ამის შესახებ მან განმარტება გააკეთა:

„არ ვფიქრობ უკრაინაში წასვლას, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მგონია, რომ აქ უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ, ვიდრე იქ გავაკეთებ და, მეორე მხრივ, მარიამს, ჩემს შვილს, უნდოდა წასვლა და გადავაფიქრებინე. ამ ომს თამაშის წესები არ აქვს, სიკვდილის პლატფორმაა ყველა ადამიანისთვის, ვინც იქ წავა. კადრის გადაღების გარდა, იქ სხვას 

ვერაფერს იზამ, ამას კიდევ ყველა უკრაინელი აკეთებს, სოციალური მედიის ეპოქაა“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.