რუსი მოდელის, 23 წლის გრეტა ვედლერის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს. ის ერთი წლის წინ გაუჩინარდა. მისმა ყოფილმა პარტნიორმა აღიარა, რომ გრეტა მან მოკლა.
კოროვინმა გამოძიებას უთხრა, რომ სამი ღამე ეძინა სასტუმროს ნომერში მის სხეულთან ერთად, რომელიც ახალშეძენილ ჩემოდანში იყო ჩაყრილი. შემდეგ მამაკაცმა მისი სხეული საბარგულში დატოვა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მისი სახელით განაგრძობდა პოსტების წერას სოციალურ ქსელებში, რათა ეჩვენებინა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
აღსანიშნავია, რომ მოდელმა 2021 წლის იანვარში გამოთქვა შეშფოთება პუტინის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის და რუსეთის მთლიანობის გაძლიერების სურვილის გამო. მან პუტინს ფსიქოპათი უწოდა.