„მედინაში” 52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში”დავით და მარიამ გოგოლიშვილები 15 მარტს დაიბადნენ. დავითის წონა დაბადებისას 2,340 კგ-ს და 45 სმ-ს შეადგენდა, ხოლო მარიამის 2,445 კგ-ს და 45 სმ-ს. ახალშობილები საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდნენ.
ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა” ულოცავს მშობლებს დავითის და მარიამის დაბადებას და ბედნიერ თანაცხოვრებას უსურვებს შვილებთან ერთად.