“10 კაცით შეაკავა მტრის მთელი ბატალიონი, სამშვიდობოს იყო გამოსული, მაგრამ მაინც არ მიატოვა დაჭრილი ბიჭები”

352

მამა პეტრე კოლხი მარიუპოლში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე, ბახვა ჩიქობავაზე წერს, თუ როგორ იბრძოდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში.

,,მხოლოდ 10 კაცით მარიუპოლის ქუჩებში შეაკავა მტრის მთელი ბატალიონი, რუსულ დაზვერვას კი ეგონა, უკრაინის მთელი დანაყოფი იდგა! ის შევიდა დაჭრილი უკრაინელების გამოსაყვანად და მტერთან პირისპირ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. მიუხედავად იმისა, თავად სამშვიდობოს იყო გამოსული, მაინც არ მიატოვა დაჭრილი ბიჭები, ხოლო აზოვის ბატალიონის ბიჭებმა მადლობის ნიშნად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად არ დაუტოვეს მისი ალყაშმორტყმული ცხედარი რუსებს, გაარღვიეს ბარიერი და სამშვიდობოს გამოიყვანეს!

შეგახსენებთ, აზოვის ბატალიონი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად, და იცით, როგორი ამაყი ვარ, რომ ამ უძლეველი დანაყოფის წევრი სენაკელი ბახვა ჩიქობავა გახლდათ! დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!” – წერს მამა პეტრე.