ჟურნალისტი, დავით ლიკლიკაძე ერთ-სახალისო ისტორიას იხსენებს და გუშინდელ ფაქტს, როდესაც უილ სმიტმა წამყვანს გაარტყა, გმობს.
“ძმაკაცის ბებიის დაკრძალვაზე ვიყავი (90-იან წლებს ვიგონებ) და ქელეხზე მისმა ნათესავებმა რაღაც იხუმრეს, ამ ჩემმა ძმაკაცმა ბებიაჩემის ქელეხზე რა გაცინებთო და მის ბიძაშვილს (მგონი ბიძაშვილს) ხრუშოვკა ჭიქებში ჩასხმული აჯიკა ესროლა სახეში. ცოტა აცდა საფეთქელს, კინაღამ მიაწია ბებიამის ეგრევე. აჯიკის ნასხლეტები ჩვენც შეგვეშხეფა, კარგად მახსოვს ნათხოვარი ლანჩერის პიჯაკი დამისვარა. კიდე კაი ამოცილდა, თუ არა დედაჩემი იმაზე უარესს დამმართებდა, რაც ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილს დაემართა.
რაც მოგიყევით იმ ქვეყნის შვილი ვარ, მაგრამ ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის ძალადობა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ უილ სმიტი არის მაგარი @ლე!”, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, მსახიობმა უილ სმიტმა, რომელმაც კაცის საუკეთესო როლის ტიტული დაიმსახურა წამყვან კრის როკს ოსკარის დაჯილდოვების მიმდინარეობისას შუა სცენაზე სილა გააწნა და უთხრა რომ მისი ცოლის სახელი აღარასოდეს ეხსენებინა.