,,პედოფილების ქვეყანა ვართ! ავადმყოფების…და ნუ უქმნით შვილებს სოციალურ ქსელში გვერდებს”

978

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 19 წლის მამაკაცის დაკავებას ეხმიანება, რომელიც 10 წლის გოგონას სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებას აიძულებდა.
ცხომელიძე მშობლებს მოუწოდებს, არ შეუქმნან თავიანთ შვილებს სოციალურ ქსელში პირადი გვერდები.
,,2 დღის წინ ეთერში წავიკითხე ამბავი – 54 წლის მამაკაცი დააკავეს 12 წლის ბავშვისთვის სექსუალური შინაარსის მიმოწერისა და სექსუალური შევიწროების ფაქტზე.

დღეს წავიკითხე – 19 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელიც 10 წლის გოგონას აიძულებდა, სექსუალური ხასიათის ფოტოები გადაეღო და გაეგზავნა მისთვის, მუქარით ამას მიაღწია კიდეც.შემოვედი ფეისბუქზე და წავაწყდი პოსტს, სადაც მამა წერს, როგორ ავიწროვებდნენ მის არასრულწლოვან შვილს და, მათ შორის სადარბაზოსთანაც დახვდა ბავშვს ეს მამაკაცი.

პედოფილების ქვეყანა ვართ! ავადმყოფების…

და ნუ უქმნით შვილებს სოციალურ ქსელში გვერდებს. არაფერი ღირებული ამაში არ არის, ბავშვებს კი საფრთხეს უქმნით. ვიცი, მარტო სოცქსელი არაა, მაგრამ ასე ყველაზე ხელისაწვდომები არიან ჩვენი შვილები დამნაშავეებისთვის…”- წერს ჟურნალისტი.