“როგორც იქნა მოვისმინე ფასილიტატორების ადექვატური განცხადება”

472

სოსო მანჯავიძე ფასიკიტატორების განცხადებას გამოეხმაურა და წერს.

“როგორც იქნა მოვისმინე ფასილიტატორების ადექვატური განცხადება.
ის, გონების შეურაცხმყოფელი დილემა, რომლის წინაშეც აყენებდნენ საქართველოს- ან აღიარეთ გიორგი რურუა პოლიტპატიმრად, ან არ ვცნობთ არჩევნებს ლეგიტიმურად და ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს- მოიხსნა.
ალბათ, ელჩებს მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია და ისინიც მიხვდნენ, რომ ეს “პოლიტპატიმრების ” ისტორია ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.
საინტერესოა, იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის რეაქცია ადექვატური.
“ევროპულმა საქართველომ ” უკვე გააკეთა განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
არაერთხელ მითქვამს, რომ ამ მოდელით მოხიბლული არ გახლავართ.
თუმცა ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია, როგორც ნათქვამია.
მშვიდობა კი ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას.”-წერს მანჯავიძე