“უკრაინელმა პაწია ოჯახმა ეს მაღაზია გახსნა… ვინც ამ უბანში ცხოვრობთ და ყიდულობთ რაღაცებს, იქნებ გაითვალისწინოთ მათი არსებობა”

329

მარიამ მუთიძე ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ ოჯახსა და მათ მიერ წამოწყებულ მცირე ბიზნესზე წერს სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს სთხოვს მათ მხარი დაუჭირონ.

“ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის 63-ში (პუშკინის კვეთის სიახლოვეს) უკრაინელმა პაწია ოჯახმა ეს მაღაზია გახსნა.
სანამ აღმოვაჩენდი, სხვა მაღაზიაში ვიყავი და 2-3 ლარით ძვირი ღირდა იქ ყველაფერი.

ხარკოვში ვცხოვრობდით, იქაც გვქონდა პატარა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაო. ვინც ამ უბანში ცხოვრობთ და ყიდულობთ რაღაცებს, ეგებ გაითვალისწინოთ მათი არსებობა და მხარი დაუჭიროთ”, – წერს მარიამ მუთიძე.