მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ გადაცემაში „სთორი“ თავის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ვისთან ჰქონია, ია ფარულავამ უპასუხა, რომ ტარიელ სუართან.
„8 წელი ერთ მამაკაცთან ვარ ურთიერთობაში. ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი პროცესები და ამის შემდეგ ურთიერთობა დალაგდა, ჰარმონიას მივაღწიეთ.
ვერავინ შეძლო აქამდე ურთიერთობის ხანგრძლივი თერაპია, მისმა მუსიკამ შეძლო ეს. როდესაც ის უკრავს მე ვიწმინდები.
ტარიელთან ჯვარი მაქვს დაწერილი, 8 წელია ვართ ერთად და მე მისთვის არ მიღალატია. არ მაქვს სურვილი და არც მინდა. არც ცდუნება მქონია“, – ამბობს ია ფარულავა.