“ოღონდ მანანა დამიბრუნდეს ჯანმრთელი, არაფერს ვიდარდებ”

517

,,ოღონდ მეუღლე დამიბრუნდეს ჯანმრთელი, არაფერს ვიდარდებ”, – ამბობდა ჟურნალ ,,სარკესთან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გივი ჩუფუაშვილი მეუღლეზე, მანანა გოდერძიშვილზე, რომელიც უცხოეთში მკურნალობდა. სამწუხაროდ, ქალბატონი მანანა გარდაიცვალა.

,,ჩემს უახლოეს მეგობარს და თანამებრძოლს, ბატონ გივი ჩუგუაშვილს გარდაეცვალა მეუღლე, მსახიობი მანანა გიდერძიშვილი. დასაფლავება გორშია და იმაზე მწყდება გული, რომ ვერ დავესწრები ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ღმერთმა გაანათლოს ქალბატონი მანანს სული, გივის კი მისთვის ჩვეულ მხნეობას ვუსურვებ”, – დაწერა პროფესორმა გოგი დოლიძემ.

-მე მყავდა პირველი მეუღლე, რომელსაც დავშორდი. მანანა რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, როცა ერთმანეთი გავიცანით, შეგვიყვარდა, დავქორწინდით და დღემდე ერთად მოვდივართ.

თეატრალური ინსტიტუტის რექტორი იყო ილია თავაძე. გვეტყოდა ხოლმე, ბიჭებო, თქვენი ცოლი დაუმთავრებელ წიგნს უნდა ჰგავდესო. საინტერესო წიგნს როცა კითხულობ, სულ მისკენ მიგეჩქარება, რომ კიდევ რამდენიმე გვერდი გადაფურცლო. რაც უფრო სიღრმეში მიდიხარ, უფრო იხიბლები, ასეა ჩემთვის ჩემი მეუღლე, რაც დრო გადის, უფრო მიმზიდველი ხდება მასთან ცხოვრება.

ოჯახი არა მარტო სიყვარულია, ერთმანეთზე ზრუნვაა, ერთმანეთის გახარება, მოთმენა, ჭირის და ლხინის გაზიარება, ძირითად ღირებულებებზე ერთნაირად ფიქრი. გულწრფელად ვმადლობ უფალს, რომ მანანას შევხვდი, უბედნიერესი კაცი ვარ.

ახლა ცოტათი შეუძლოდ მყავს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შვეიცარიაში იმყოფება სამი წელი შვილთან, იქ მკურნალობს. ერთხელ უკვე ვიყავი, გადაღება მაქვს ფილმის, დავამთავრებ თუ არა, ზაფხულში ისევ წავალ. უდიდესი მონატრებით ვცხოვრობ მისი შეხვედრის მოლოდინში, – უყვებოდა ბატონი გივი ჟურნალ ,,სარკეს” მეუღლის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.