“სასწრაფოდ ჩამოსვით ეგ დედამ….ლი ტრიბუნიდან”

602

2019 წლის 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე დეპუტატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის მოთავსებასა და ტრიბუნიდან სიტყვის გამოსვლას აფასებენ.

მამუკა მდინარაძემ „კურიერთან“, ის ემოციები გაიხსენა, რომელიც გავრილოვის პარლამენტის ტრიბუნასთან ხილვამ გამოიწვია.

ეს არის 20 ივნისს გაგზავნილი მესიჯი ჩემს თანამშრომელთან – ახლა მე ზაქროს ვურეკავ, შესვენება გამოაცხადეთ და ჩამოსვით ეგენი ქვემოთ ეგ დედა….ები, სასწრაფოდ ეგ გააკეთეთ-თქო, ირაკლი იძახის ყველაფერი შეთანხმებული იყო ჩემთან და ეგ დეტალი არ ვიცოდიო“, – ისმის ხმოვან შეტყობინებაშ, რომელიც მამუკა მდინარაძემ მის თანამშრომელს გაუგზავნა.