“დამირეკეს, სკოლასთან ახლოს გამოსცადესო” – ირაკლი ოქრუაშვილისა და სოფო ჭყონიას შვილებმა სკოლაში “მოლოტოვის კოქტეილები” გააკეთეს: რას წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილის სკოლიდან დაურეკეს და უთხრეს, მისმა მოზარდმა შვილმა რამდენიმე თანაკლასელთან ერთად, “მოლოტოვის კოქტეილები” გააკეთეს და სკოლასთან ახლოს გამოსცადეს.
“სკოლიდან დამირეკეს, შენმა ბიჭმა და მისმა რამდენიმე კლასელმა მოლოტოვის კოქტეილები გააკეთეს და სკოლასთან ახლოს გამოსცადესო. რას მირჩევთ რა ვქნა, შევაქო თუ პირიქით?”, – წერს ოქრუაშვილი.
როგორც პოსტის კომენტარებიდან გაირკვა, ოქრუაშვილის შვილის თანაკლასელია სოფო ჭყონიას შვილიც. სოფო წერს, რომ სკოლიდან იმავე საქმის გამო, მასაც დაურეკეს.
“ჩემთანაც დარეკეს ერთად ჩაუდენიათ ეს ამბავი!”, – წერს სოფო ჭყონია, რაზეც ოქრიაშვილი პასუხობს, რომ მას შესაბამისი ფოტოც აქვს, თუმცა “არ გათქვამს.”