“შეგნებულად არ ვწერ არაფერს.. ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით.. ექიმებიც ჯერჯერობით ვერაფრით მაიმედებენ”
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის დედა მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობას უხდის და ამასთან, აღნიშნავს, რომ შვილის მდგომარეობის შესახებ შეგნებულად არ წერს არაფერს, რადგან ექიმები ჯერჯერობით ვერაფრით აიმედებენ.
“ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ დათიკოს მდგომარეობა და უღრმესი მადლობა ამისთვის, შეგნებულად არ ვწერ არაფერს, რადგან არ მინდა რამე ისეთი დავწერო, რაც ყველას გულს გვატკენს.
მთელი გულით მჯერა რომ დადგება ის მომენტი, როცა კარგი ამბებით გაგახარებთ
ჯერჯერობით ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძვით, სხვა ყველაფერზე ძალიან ადრეა ლაპარაკი.
ექიმებიც ჯერჯერობით ვერაფრით მაიმედებენ,თუმცა მე ღრმად მწამს რომ უფალი დათიკოს მეორედ მაჩუქებს”, -წერს დათის დედა.