“ბატონო ლევან, სტუმარი რომ თქვენს სუფრაზე კერძს მძ…რად მოიხსენიებს, კუთხეს კი არა, ოჯახს აყენებს შეურაცხყოფას”
“სამეცნიერო კონფერენციას რომ “თავისუფლება” ჰქვია და აქ თავისუფლად ლანძღავენ მეგრელებს ეს ეტყობა ახალი ტრენდია აზროვნებაში”,- ასე ეხმაურება ჟურნალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ ბელქანია “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციისას გამოთქმულ განცხადებას, რომ “მეგრელები უმრავლესობაში როცა არიან თვლიან, რომ ადამიანი თუ მეგრელი არაა ის არ არის ნამდვილი ადამიანი, სამეგრელოში შესვლის უფლება მარტო იმიტო მაქვს, რომ ცოლი მყავს მეგრელი”.
“სტუმარს თურმე საცივი არ ჰყვარებია. ხორცი ბორჯომში გაურეცხია და ჭამამდე უთქვამს ეს მძღნერი წაიღეთო. საცივი, რომ არ უყვარს ადამიანს ის სამეგრელოს აყენებს შეურაცხყოფას და ზოგადად მეგრელები უმრავლესობაში მეგრელის გარდა არავის თვლიან ადამიანადო. და ამას ამბობს პროფესორი რომელიც წიგნებსაა ამოფარებული. ბატონო ლევან, სტუმარი, რომ თქვენს სუფრაზე კერძს მძღნერად მოიხსენიებს “ფერის მიხედვით” კუთხეს კი არა ოჯახს აყენებს შეურაცხყოფას. სტალინის სამორდენოსანი.
ცოლი და ბებია მყავს მეგრელი იმიტომ მაქვს უფლება სამეგრელოში “შევიდეო” – აქ კი როგორც ჩანს, მხოლოდ აღზრდის პრობლემაც არაა.
ასეთი სიძულვილი და ტყუილები ნეტა რაში უნდა დასჭირდეს “ნაკითხ” ადამიანს ბებიამაც რომ ვერ უშველა.
მოუსმინეთ და დასკვნები მომინდვია”,-წერს თამარ ბელქანია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისათვის, ლიდერმა ბერძენიშვილმა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ მოწყობილი საჯარო ლექციისას თავისუფლებაზე და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, სადაც მეგრელებზე გამოთქმულმა აზრმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ბერძენიშვილის თქმით, სამეგრელოში თვლიან, რომ ადამიანი თუ მეგრელი არაა, ის ადამიანიც არაა.
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია იხილეთ ბმულზე – http://fti-socialmedia.newposts.ge/მეგრელები-უმრავლესობაშ/?fbclid=IwAR1hpHOCUB174FpyFam3JUrVmTCATxGWDAMzyBc6lsYpg91NZ4HtDieb1oE