“მესამე პრეზიდენტი ებრალებოდათ – ინგა ძალიან ცდილობდა არ ეტირა და ის კინაღამ შუაზე გადაიხა”

5,085

საზოგადოებრივი არხის ყოფილი თანამშრომელი, მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში სამხედრო ექიმის, ნინო ახობაძის პოსტს აზიარებს.

“ყოველთვის ვცდილობ კოლეგებზე არ დავწერო… მაგრამ როდესაც სიმართლეს სხვა წერს, ნება მიბოძეთ გავაზიარო და დავეთანხმო სიმართლეს”.

ნინო ახობაძე

“ახლა ვუყურე აქ ინგას (გრიგოლიას) და გიგის (უგულავას)- ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ გვერდიგვერდ ფორთოჩკებიდან; მესამე პრეზიდენტი ებრალებოდათ, ინგა ძალიან ცდილობდა არ ეტირა და ის კინაღამ შუაზე გადაიხა შეიძლება გაირღვა კიდეც, ეგ აღარ ვიცი; ჰოდა ინგა, გენაცვალოს ნინო, ბარემ ნიკასაც დაუძახე, იმასაც ვეტყვი ჩემს სათქმელს, გვარამიას: როდესაც თქვენმა ტელევიზიამ “ნიჭიერში” აშკარად არაჯანსაღი ფსიქიკის, ავადმყოფი გოგონა გამოიყვანა სცენაზე, მერე დიდ გასაბერ ბურთზე შესვა და ამღერა როცა ეს ბავშვი მასხრად აიგდო დარბაზმა-არ შეგეცოდაათ?არა ხო? კაი.

როდესაც ბაჩალიაშვილის დედა სტუდიაში მოგყავდათ და ტვინს ურევდით; როცა ამერიკის საელჩოსთან მიიყვანეთ და მთელ ხმაზე “კელი დეგნაააან”-აყვირებდით. არ შეგეცოდაათ?როდესაც თქვენი ტელევიზიის ერთმა დივამ ამაყად განაცხადა რომ “ჩვენ მაინც გამოვიძიებთ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას და დავადგენთ მკვლელებს, თუნდაც ოჯახი იყოს ამის წინააღმდეგიო” (!!!!!)როცა ოჯახმა ახლოს არ გაგიკარათ და მერე ვინმე “კაწრო” იპოვეთ-ლამის მკვლელობის თანამონაწილედ რომ წარმოგვიდგინეთ (!)- არ შეგეცოდაათ ოჯახი? ლექსო ლაშქარავა რომ მოკვდა და სასაფლაომდე იღებდით კამერებით სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობას “ცემით მოკლესო”-თქვენი ტელევიზიის სახეები რომ ამტკიცებდნენ და ამ ბიჭის სიკვდილიც-სათქვენოდ და მთავრობის გადასაყენებლად რომ გამოიყენეთ-არ შეგეცოდაათ? თქვენივე კოლეგა (((სარალიძის ოჯახის ტრაგედია რომ ხელზე დაიხვიეთ და მიტინგები გამართეთ, შვილმკდარი მამა რომ გამოიყენეთ-მთავრობის გადასაყენებლად-არ შეგეცოდაათ?შვილის საფლავზე აფეთქებული ვაზაგაშვილი?- არც ის შეგეცოდათ ხო?


სამაგიეროდ გეცოდებათ მიშა!!! რომელსაც უფრო მძიმე ვერაფერი მოუფიქრეს თვით ნაცმა ექიმებმაც რა დიაგნოზი აქვს, აი სევდიან ნაშას რო შეშურდება, ისეთი მოიწვიოს ინგა გრიგოლიამ გადაცემაში, უგულავების ნაცვლად მიშას ციხეში ჯოჯოხეთგამოვლილი ყოფილი პატიმრები, ვინც ცოცხალი გადაურჩა იმ რეჟიმს, დაუძახოს გიულისთან ერთად სხვა პატიმრების დედებსაც და მოაყოლოს ამ ადამიანებს ის, რაც თქვენის აზრით დადგმულია, ვაი და არ არის დადგმული? არ გაინტერესეებთ?—– და კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს:კარგი. დავუშვათ გადაწყდა რომ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ რომელიმე კლინიკაში სამკურნალოდ.და გამოყავთ ციხიდან, სვამენ მანქანაში…აი ის პატიმრები, ვინც ამას გისოსებიდან უყურებს, ამ სცენას და საერთოდ, სხვა პატიმრების პატრონები, ვისაც ამჟამად შვილი ყავს ციხეში-არც ისინი გეცოდებაათ?თუ დანარჩენი ყველა პატიმარი კაჟივით ჯანმრთელია!—–და თქვენა ხართ დღეს თავისუფალი სიტყვის მამები და დედები? აი მიშამ კი დააფსას თქვენს პროფესიონალიზმს, პაწაწინა, ოღონდ-ფულიანო მონებო!

ფუჰ! “მთავარი არხი” კი არაერთი დიიიდი “ემა გოგოხია” ხართ მთელი ტელევიზია… ჟორჟოლიან ნანუკას რომ ინვალიდის სავარძელში მჯდომი ადამიანი მცენარე გონია და ეცოდება, ეგ უკვე ვიცი და იმიტომ აღარ დავწერე ზემოთ. სულხან მოლაშვილის სიკვდილი რომ დადგმული იყო და მიშას ანორექსია რომ ნამდვილია….აი ამისი და მთავარი არხის ვისაც გჯერათ ცოტათი მაინც არ გეშინიაათ?—-“

მიშა რო მოკვდესოო”! იჭაჭებოდა ის სქელი სი**ი და რაშია იცი საქმე გიგიი?მიშა რომ მოკვდეს (შენივე სიტყვების ციტირებს ვახდებ, მე არ ვუსურვებ) მივა იქ, სადაც დახვდება სერგო თეთრაძე. რომელიც უფრო ადრე მოკვდა.ჯვარი გვწერია ყველას.ყველა ჩვენი კეთილი და უნამუსო საქციელი სადღაც ოდესღაც ყველას წინ დაგვხვდება.ჰოდა საიდანაც დავიწყე: წეღან აქ ვუყურე, ინგა და გიგი ლაპარაკობდნენ გვერდიგვერდ ფორთოჩკებში-როგორ ეცოდებათ მიშა.

მე ყველა შვილმკვდარი დედა მეცოდება. და ჩემი “ფორტოჩკაც” ესააა, ჩემი კედელი.სადაც არავის მითითებით არ ვწერ არასოდეს.—- ღმერთო, ისე ნუ მომკლავ, ვერ გავიგო-ვის კისერზეა ამ კაცის ცოდვა. ვინ ურჩია ჩამოდიო….“, – დაწერა ნინო ახობაძემ.