“ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა”

535

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე ჟურნალ “სარკესთან“ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომაზე საუბრობს.

“ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ისეთ დროში გავიზარდე, როცა შვილის უქმროდ გაჩენა მიღებული არ იყო, საზოგადოების გაკიცხვას იმსახურებდა. მკაცრი მშობლები მყავდა და ფიქრადაც ვერ გავივლებდი მსგავს საქციელს. ჩემი უდიდესი პატივისცემა იმ ქალბატონებს, ვინც ამ ყველაფერს გადააბიჯეს და შვილი გააჩინეს. ისინი მართლაც გმირები არიან. ახლა ჩემთვის შვილის აყვანაც დაგვიანებულია, ასაკი არ მიწყობს ხელს და სახლიდანაც სულ გასული ვარ. თან, ბავშვს ყველა პირობა უნდა შეუქმნა, ახალგაზრდა მშობელი სჭირდება”, – აცხადებს ჟურნალისტი .