“მე დავმარხე ჩემი ბავშვობა, საკუთარი ხელებით” – რას წერდა სვანეთში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი, თავის უკანასკნელ პოსტში

462

ბიჭი, რომელიც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ცოტა ხნით ადრე მეგობრის გარდაცვალებაზე წერდა:

“დღეს ჩემთვის, ემოციურად საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მინდა ბევრი, ძალიან ბევრი დავწერო, ძალიან ბევრი ვისაუბრო იმის შესახებ რასაც ვგრძნობ და განვიცდი ეს 5თვეა უკვე. ყოველ დღე თავიდან არ მჯერა რაც მოხდა, თავიდან ვგრძნობ და მტკივა, თავიდან განვიცდი არყოფნას, იმის არ ყოფნას ვინც ბავშვობიდან მახსოვს, მიყვარს და მეიმედება… ამ თვეების მანძილზე, მისი დაკრძალვის შემდეგ, დღეს ყველაზე ცარიელი და მძიმე დღე იყო, დღეს პირველად შევხვდით მის დაბადების დღეს, მის გარეშე. დღეს, 23 წლის მანძილზე ყველაზე ცარიელი 27თებერვალი იყო, ყველაზე არაფრისმომცემი, ყველაზე მძიმე 27თებერვალი… 5თვის წინ მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით. 5თვეა ჩემი გამოტირებული და დამარხული ბავშვობა მტკივა, 5თვეა ყოველ დღე ვნანობ, რომ მეტი დრო არ გავატარე, რომ მეტი სიყვარული არ გამოვხატე, რომ მეტად არ ვაგრძნობინე, რომ მჭირდებოდა და არ ჰქონდა უფლება დავეტივებინე ამ უსამართლო სამყაროში…
 ჩვენ სულ აქა ვართ გიო და შენ სულ ჩვენთან ხარ, ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს გულებში, შენ ჩვენი სულის და ბავშვობის ნაწილი ხარ, შენ მანამდე იარსებებ, სანამ უკანასკნელი ჩვენგანი არ გაქრება ამ ქვეყნიდან… გვახსოვხარ, გვაკლიხარ, გვიყვარხარ, გვენატრები… მწამს, რომ ლოცულობ და გვიფარავ იმ ქვეყნიდან, ჩვენ კი მუდამ ვილოცებთ შენი სულის უკვდავსაყოფად… გილოცავ კიდევ ერთხელ ვერ დასწრებულ 23 წელს, სამუდამოდ გვემახსოვრები ჩემო ძმაო!...”, – წერდა გელა ჭკადუა.