ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საქართველოში იმყოფება ის “გიორგი გაბუნიას შოუს” ესტუმრა, სადაც მან დუბაიში ცხოვრებაზე ისაუბრა.
მომღერლის თქმით მან დუბაის თეატრთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, აქედან გამომდინარე ის ქვეყანაში საცხოვრებლად გადავიდა.
„თეატრში რომ ვმღეროდი, ძირითადად, მიჩვეული ვარ, რომ სულ უცხოელები არიან, ზოგი ბრიტანეთიდან არის, ზოგი – ამერიკიდან და ერთხელ, რომ ვმღეროდი, მახსოვს ქართველების ხმები, ჩემს სახელს ყვიროდნენ. ძალიან მესიამოვნა. ასევე ჯიფსი კინგიც დაესწრო ჩემს კონცერტს და ამან იმხელა მოტივაცია მომცა, რომ 2 სიმღერა ფეხზე იდგნენ, იმხელა ენერგიით ვმღეროდი”.
„დუბაიში ცხოვრება ძალიან მომწონს, მაგრამ არ მაქვს პრობლემა, რომ საქართველოში ჩამოვიდე ხოლმე, დუბაიდან თბილისამდე 3 საათი მჭირდება. ახლაც 2 კვირით ვარ ჩამოსული“.