“ლადო, საყურეები რა უყავიო?” – რა ისტორიას იხსენებს ლადო ბურდული

408

მომღერალი ლადო ბურდული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან ილია მეორესთან დაკავშირებით მისთვის მნიშვნელოვან ისტორიას იხსენებს:

“მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში:

ჩემი პატარა ისტორია პატრიარქთან ურთიერთობის

მამაჩემი მატარებდა 90-იანებიდან მოყოლებული აღდგომაზე ტაძარში და პატრიარქთან წარმადგენდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად, ის კი დალოცვის მერე, როგორც სტიქაროსნებს ისე მეც 10 ლარს მაძლევდა (მაშინ ჯერ არ ვიყავი სტიქაროსანი).

ნუ, მე სულ საყურეები მეკეთა. მერე მთხოვა მამაჩემმა, იქნებ მოიხსნა ეგ საყურეები აღდგომის ღამეზე მაინცო, პატრიარქთან უხერხულიაო…

მოვიხსენი იმ აღდგომის ღამეს საყურეები. პატრიარქთან წარდგომის დროს კი, პატრიარქმა ღიმილით შემეკითხა:
– ლადო, საყურეები რა უყავიო?

აი, ასეთი პატრიარქი ყოველთვის იქნება
“ჩემი პატრიარქი” – წერს მომღერალი.