პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“არ ვიცი, რა მიზეზით, ბატონი სერგეი გავრილოვი, ნება-ნება, იწონებს ჩემს ძველ თუ ახალ ბმულებს. ალბათ ,,ცინიკურად”. არც შევიმჩნევდი, ამგვარი თამაშებისთვის ძნელად მცალია, მაგრამ ამ დღეების კონტექსტის გამო მაინც უნდა მეთქვა და ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანია, ვცდილობ ჩრდილი დავიგრძელო და მხოლოდ იქ ვჩანდე, სადაც ჩემი ხელობა გასწვდება – სადაც საქმე შეეხება ჩემი ქვეყნის ოკუპაციას, თანამოქალაქეების ხოცვას, გატაცებას და ჩაგვრას, მე ვისაუბრებ ყოველთვის ხმამაღლა და შეურიგებლად.
სასიამოვნო კვირა-საღამოს გისურვებთ მეგობრებო!”.