“დედამ დამიბარა, რომ შენ უნდა იყო, დათიკოს მამაო…“

263

შარტავას ქუჩაზე დაშავებული 8 წლის მოზარდის, დათი ქოქრაშვილის შესახებ, მისი ძმები საუბრობენ:

დედა, რომ წავიდა (საზღვარგარეთ) ასეთი რამ დამიბარა, რომ შენ უნდა იყო დათიკოს მამაო და შენ უნდა მიხედოო, ვუვლიდი, როგორც შემეძლო. არ ჰქონდა ის შეგრძნება, რომ მშობლები აქ არ ჰყავდა. ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში, რომ ეს შეგრძნება არ ჰქონოდა.

დათის ძალიან უყვარს კალათბურთის თამაში, რაგბი. ძალიან ენერგიული ბავშვია. წინა დღეს, კალათბურთიდან გამოვიყვანეთ და რომ შევხედე, ბედნიერი იყო,“ – ამბობს დათი ძმა გადაცემაში „ბაიასთან“.

დათი ქოქრაშვილი კვლავ ისრაელის კლინიკაში რჩება. იმისთვის, რომ დათი გადარჩეს, ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო.