“მამიკო, რატი დაიღუპაო… ასე მითხრეს, ტყვია არ არის მოხვედრილიო“

373

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 37 წლის რატი შურღია დაიღუპა. ის ამბობდა, რომ უკრაინაში ბრძოლით საქართველოს მტერს ანადგურებდა, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებდა და ბრძოლის ველიდან მხოლოდ უკანასკნელი გამოვიდოდა. ასეც გააკეთა, – სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ქალაქ ირპენში. სადაც მტრის ყუმბარის აფეთქებისას მძიმე დაზიანებები მიიღო. მან ეს დაზიანებები “არაფრად” ჩათვალა. კლინიკიდან ბრძოლის ველზე, ექიმების რჩევის მიუხედავად, მაშინვე გაბრუნდა და ნაწილშივე დაიღუპა.

“მთავარ არხთან” საუბარში, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის მამამ თქვა, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ თავისმა გოგომ გააგებინა.

“ღამის ათ საათზე მირეკავს ჩემი გოგო სტამბულიდან…სახე ჰქონდა ისეთი, რომ მე ვიფიქრე პატარა ბავშვი ყავს და ცუდად ხომ არ გაუხდა-თქო…ტიროდა… მე ასე ვიცოდი, რომ ხარკოვიდან რუსები გაყრილნი არიან და იქ მშვიდობაა-თქო… და მითხრა, მამიკო, რატი დაიღუპაო, მე ვუთხარი, როგორ, რანაირად… ველაპარაკე – მეთქი. ასე მითხრეს, ტყვია არ არის მოხვედრილიო, ასე უთქვამს ჩემს რძალს ჩემი გოგოსთვის, რომლიც დნესტრიდან არის. მაღალმა წნევამ აუწიაო და წნევა ვერ დავუგდეთო საავადმყოფოში” , – განაცხადა რატი შურღაიას მამამ.

მან, “მთავართან” სხვა დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი პოლონეთიდან გადავიდა უკრაინაში საბრძოლველად.

“ჩემი მეულე და შვილი იმყოფებოდნენ პოლონეთში, იქ მუშაობდნენ. ოდესელი რძალი მყავს. ომი რომ დაიწყო, პოლონეთიდან გადავიდა უკრაინაში საომრად. იზუიმთან ბრძოლაში მიიღო კანტუზია. წუხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ტყვიით არ დაღუპულა”, – უთხრა ტელეკომპანია მთავარს დაღუპული ჯარისკაცის მამამ.