ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენე საქართველოში „მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის „მმართველ პარტიას” კითხვით მიმართავს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზეც კი არ ირჩევს დემოკრატიას.
„ამას უკვე ზედმეტები მოსდის! სჯობს, თავის ჩასვრილ და ღირსებააყრილ ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე იზრუნოს! ბდღვნად არ მეყოფა… მართლა დავიღალე უკვე ამდენი ძუკნას თავაშვებულობით. სადა ამისი სალანძღავი საქართველო?! ვინმე თუ იცნობთ გადაეცით! – თმების გადანერგვაც არ უშველის!”, – წერს ხათუნა ხოფერია.