“მთავარი არხის” სიუჟეტი ვნახე, ამ ქვეყანაში, არასრულწლოვნების უფლებებს იცავს ვინმე?!”

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვნახე რა, ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე, “მთავარი”-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი, მაქვს ლოგიკური კითხვა, ამ ქვეყანაში არასრულწლოვნების უფლებებს საერთოდ ვინმე იცავს ?!

სახე ხომ დავბლარეთო რომ წერენ აქ, უკაცრავად და ეს წაკუზული ბავშვები, სხეულის კონფიგურაციით რომ იცნოს ვინმემ, ( თან საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე )
ხომ დიდია ამის შანსი ?!

მერე კიდევ, მეორე არგუმენტი, საიტებზე ხომ დევს და მაინც ნახავენო, უფრო სამარცხვინოა…

მე პირადად, მანიაკალურ, პედოფილიურ საიტებს არ ვსტუმრობ, და რომ არა გუშინდელი მასალა, ამ გაუბედურებულ ბავშვებს, ამ პოზებში ვერსად ვნახავდი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების არსებობაში ეჭვი მეპარება უკვე და თქვენი ორგანიზაცია ხომ ნამდვილად არსებობს ?!”

ასევე იხილეთ